ქუთაისს ჩვენი მეგობრები თერჯოლიდან, ტყიბულიდან, ზესტაფონიდან, ჭიათურიდან ამაგრებენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე წერს.
“მძიმე დღე იქნება, მაგრამ გამარჯვების.
ქუთაისს ჩვენი მეგობრები თერჯოლიდან, ტყიბულიდან, ზესტაფონიდან, ჭიათურიდან ამაგრებენ.
მოხალისე დამკვირვებლები და ჩვენი თანამებრძოლები მთელი იმერეთიდან.
ყველა ოპოზიციური პარტია ერთად დგას.
ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მიდით არჩევნებზე!”, – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები