მთავარიახალი ამბებისლაიდი

“დაფიქსირდა კარუსელის მცდელობა, ფულის დარიგების და ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტები”

“დაფიქსირდა კარუსელის მცდელობა, ფულის დარიგების და ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტები”

დილიდან განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ რეგისტრატორების უკან მდგომ დამკვირვებლებს, – ამის შესახებ ქუთაისის მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

დეკანოიძე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ დამკვირვებლებს მიეცეთ მუშაობის საშუალება.

“დილიდან, პრაქტიკულად, ყველა უბანზე ჩვენს დამკვირვებლებს შეექმნათ პრობლემები. განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ რეგისტრატორების უკან მდგომ არჩევნების დამკვირვებლებს, რაც არის ის სქემა, რომელსაც იყენებს გაყალბებისთვის “ქართული ოცნება”. ანუ, რეგისტატორების უკან მდგომ დამკვირვებებს აქვთ უფლება, რომ დადგნენ და დააკვირდენ პროცესს, ვინაიდან ძალიან მასიური იყო ყალბი პირადობის მოწმობები პირველ ტურზე და ახლაც, ვინაიდან ძალიან მასიური იყო პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, ამასთან დაკაშირებით ჩვენ მოგვიწია ძალიან სერიოზული და მკაცრი რეაგირება, მათ შორის საჩივრების დაწერა. დღესდღეობით, ამ წუთის მონაცემებით, აკვირდებიან რეგისტრატორებს, მაგრამ მე მინდა გავაფრთხილო კომისიის ყველა წევრი, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები”, – განაცხადა დეკანოიძემ.

მან ჩამოთვალა ის დარღვევები, რომელიც ამ დროისათვის არის დაფიქსირებული: მათ შორის #7 საარჩევნო უბანზე კარუსელის მცდელობა, მარკირების მქონე მოქალაქე ცდილობდა მეორედ შესვლას, #40 უბანზე – უბანთან ახლოს მდებარე მანქანიდან ფულის დარიგების ფაქტი დაფიქსირდა.

დეკანოიძემ ასევე ისაუბრა მოსყიდვისა და ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტებზე, რომლის ამსახველ მტკიცებულებებს მისივე თქმით, მალე წარუდგენს მედიას.

კომენტარები