მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ბოცას მონა”, “ქურდი ხარ” – ქუთაისის მერიასთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

“ბოცას მონა”, “ქურდი ხარ” – ქუთაისის მერიასთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

“თავისუფლება მიშას” – სარფიდან დაძრული აქტივისტები, რომლებიც ფეხით რუსთავის ციხესთან ჩასვლას აპირებენ ქუთაისში გაჩერდნენ. ისინი მერიის შენობის წინ სტენსილის გაკეთებას აპირებდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.

ადგილზე მყოფმა პირმა, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიციელია, მონაწილეებს ბანერი წაართვა.

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პატიმარი და მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს რუსთავის რუსული ციხე”, – განაცადა აქციის მონაწილემ.

შემთხვევას ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა.

კომენტარები