ქუთაისის მერიასთან დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო. ოთხივე აქტივისტი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ახალგაზრდები ქუთაისის მერიასთან ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვდნენ და ადმინისტრაციული შენობის წინ წარწერების გაკეთებას გეგმავდნენ, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა და დააკავა.
აქტივისტებს გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
მომდევნო პროცესი 19 ნოემბერს ჩაინიშნა.
კომენტარები