მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ვაპირებ, რომ გავჩუმდე, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის ისედაც”

“ვაპირებ, რომ გავჩუმდე, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის ისედაც”

ქუთაისის 90-ე უბნის რეგისტრატორი იზა ჩირგაძე, რომელიც გაყალბების სქემაზე საუბრის შემდეგ 2 დღით გაუჩინარდა, შემდეგ კი პოლიციამ გამოკითხა, აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა, ან მუქარა არ ყოფილა.

“ტელეფონი გამორთული მქონდა, ფეისბუქიც, ძალიან ბევრი შეურაცხყოფა იყო, ბევრი ლანძღვა იყო. მერჩივნა, ეს ყველაფერი წყნარ ვითარებაში დამთავრებულიყო.

საზოგადოებას მოვუწოდებ, ტყუილს არავინ არ ამბობს, შეეშვან ლანძღვას, ყველამ მიხედოს საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახის წევრებს. რაც იყო დავტოვოთ ისე, ყველამ ყველაფერი იცის, რა მოხდა. ზედმეტს არაფერს დავამატებ. ვაპირებ, რომ გავჩუმდე, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის ისედაც.

ბევრი უყურებდა იქ სიტუაციას, მარტო მე არ ვიყავი. ყველა ყველაფერს ხედავდა. ცხოვრებაში არაფერი იმალება”, – აცხადებს იზა ჩირგაძე.

კომენტარები