Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევიდან 1 045 იმერეთში გამოვლინდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 448 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 507, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 30 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 53 544 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 235 პირი, გარდაიცვალა 68 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.79%
კომენტარები