მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში კორონავირუსით 200-ზე მეტი მოსწავლე და 60-მდე პედაგოგია ინფიცირებული

ქუთაისში კორონავირუსით 200-ზე მეტი მოსწავლე და 60-მდე პედაგოგია ინფიცირებული

ქუთაისში ეპიდემიური ვითარება მძიმდება. ამ დროისთვის ერთი სკოლა და 144 კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

ქუთაისის მასშტაბით ამ ეტაპზე 200-ზე მეტი მოსწავლე და 60 პედაგოგია ინფიცირებული.

“სრულ დისტანციურ რეჟიმზე მხოლოდ ერთი, 31-ე სკოლა რჩება. სხვა სკოლებმა ეტაპობრივად განაახლეს სასწავლო პროცესი. ამ დროისთვის 144 კლასი ცალკეულ დისტნაციურ სწავლებაზეა გადასული. ამ ეტაპისთვის 200-ზე მეტი მოსწავლე და 60-მდე პედაგოგია ინფიცირებული. დეფიტიცა უკვე პედაგოგების, რთულია დაინფიცირებული მასწავლებლის ჩანაცვლება”, – აცხადებს ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევიდან 1 049 იმერეთში გამოვლინდა. ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 440 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

კომენტარები