მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მანქანაში დამიმონტაჟეს მოსასმენი მოწყობილობა”- სამოქალაქო აქტივისტი (Video)

“მანქანაში დამიმონტაჟეს მოსასმენი მოწყობილობა”- სამოქალაქო აქტივისტი (Video)

სამოქალაქო აქტივისტი იმედა ონიანი ფიქრობს, რომ მის კუთვნილ ავტომობილში მოსასმენი აპარატურაა ჩამონტაჟებული.

ვიდეო-მიმართვა მან მანქანიდან გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ფაქტის შესახებ ის დარწმუნებულია, თუმცა დეტალებში შესვლას არ აპირებს.

“ჩემს მანქნაში ჩამონტაჟებულია მოსასმენი აპარატურა, ე.წ ჟუჩუკი. დეტალებში არ შევალ საიდან გამიჩნდა ეს ეჭვი. სწორედ ამიტომ შესაბამისო ორგანოვ, დღეიდან მოგიწევს ჩემი მანქანიდან მოისმონით სიმღერა მიშა მაგარია”, – ამბობს ვიდეო-მიმართვაში იმედა ონიანი.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტები:იმედა ონიანი და მიშიკო მუმლაძე სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. პოლიცია მათ პერფორმანსისთვის ბანერის დამზადებას ედავება.

იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/infoimereti.com.ge/videos/638410387172573

 

კომენტარები