Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის 4 563 ახალი შემთხვევიდან 711 იმერეთში გამოვლინდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 448 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 511, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 29 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 49 334 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 744 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.25%
კომენტარები