მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში ცოფის ვირუსი გავრცელდა – სად უნდა დარეკო, რომ ძაღლი უფასოდ აგიცრან

ქუთაისში ცოფის ვირუსი გავრცელდა – სად უნდა დარეკო, რომ ძაღლი უფასოდ აგიცრან

ქუთაისში ცოფის ვირუსი გავრცელდა.

ცოფი უკურნებელი დაავადებაა, მის საწინააღმდეგოდ სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს, დაავადება არ ინკურნება და როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში პროფილაქტიკური ჩარევის გარეშე ყოველთვის სიკვდილით მთავრდება.

ქუთაისის მასშტაბით ვისაც სურს, რომ მისი ძაღლის ვაქცინაცია უფასოდ მოხდეს უნდა დარეკოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ტელეფონზე 598 98 47 60. საქართველოს მასშტაბით კი ცხელ ხაზზე 15 01.

ცოფი გავრცელებული ვირუსია და მსოფლიოში ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანის გარდაცვალებას იწვევს, რომელთა 40%-ს 15 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. ინფექციის გამომწვევია ცოფის ვირუსი, რომელიც ვრცელდება დაინფიცირებული ცხოველის ნერწყვიდან.

ცოფი ადამიანს შესაძლოა, გადაედოს ცოფის ვირუსით ინფიცირებულ ცხოველთან რაიმე სახის კონტაქტის შედეგად. კერძოდ, ინფიცირებული ცხოველის ნაკბენი ან ნაკაწრი შესაძლოა გახდეს ცოფის გავრცელების მიზეზი. ვირუსი ასევე გადადის დაინფიცირებული ცხოველის ნერწყვის ღია ჭრილობაში ან ლორწოვან გარსში მოხვედრის შედეგად როგორიცაა, მაგალითად თვალი ან პირი. იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია ქსოვილის ან ორგანოს ტრანსპლანტაციის დროს მიმღების დაინფიცირება დაავადებული ქსოვილებიდან.

ცოფის გადამტანი შესაძლოა, იყოს ნებისმიერი შინაური და გარეული ცხოველი. ხშირ შემთხვევაში ცოფის გადამტანი მაწანწალა ცხოველები – ძაღლები და კატები არიან, თუმცა ხშირია შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა, ძროხა, თხა, ცხენი, სხვ.) მიერ ადამიანისთვის ვირუსის გადადების შემთხვევებიც.

ცოფის საინკუბაციო პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია და შესაძლოა, 2 კვირიდან ერთ წლამდე გაგრძელდეს. დაავადების სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე.

ცოფის პირველადი სიმპტომები ძალიან გავს ჩვეულებრივ გაციებას, რომელიც რამდენიმე დღის მანძილზე გრძელდება.

კომენტარები