Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევიდან 810 იმერეთში გამოვლინდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 393 ადამიანი მკურნალობს.
მძიმე პაციენტია – 511, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 32 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 56 018 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 285 პირი, გარდაიცვალა – 78 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.15%
კომენტარები