დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეთა 95.92% აუცრელი იყო.
ჰოსპიტალიზირებულთა შორის აუცრელი იყო 94.4%, გარდაცვლილთა შორის კი არავაქცინირებული იყო 98.96%.
საქართველოში ინფიცირების სულ 780 391 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 711 105 გამოჯანმრთელდა, 10 894 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 041 209 აცრა, დღიურად აცრილია 7 800 ადამიანი.
კომენტარები