“გირჩი მეტი თავისუფლების წევრს” და ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილ კანდიდატს პატიმრობა შეეფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმედა კლდიაშვილი იზოლატორში შვიდ დღეს გაატარებს.
ამასთან, ის შიმშილობას აგრძელებს.
ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლის გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ კლდიაშვილს კანონდარღვევა ერთხელ უკვე ჰქონდა ჩადენილი.
ადვოკატი სასჯელს არასამართლიანად აფასებს, კლდიაშვილის თანაგუნდელები კი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებენ.
იმედა კლდიაშვილი სუს-თან ორი დღის წინ დააკავეს.
კომენტარები