მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გარდაცვლილი 37 წლის მამაკაცის ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

გარდაცვლილი 37 წლის მამაკაცის ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

ქუთაისში, რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაცვლილი 37 წლის მამაკაცის ოჯახი მედიკოსებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ისინი კლინიკასთან არიან შეკრებილი და ცხედრის ექსპერტიზაზე გადაყვანის უფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, სურთ დააზუსტონ, რომ გარდაცვლილ დავით შერვაშიძეს ცოფი არ ჰქონდა, რაც ლუგარის ლაბორატორიამ რამდენიმე ანალიზის შედეგად არ დაადასტურა.

ოჯახის ინფორმაციით, მიუხედავად ლუგარის უარყოფითი პასუხისა, პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში ცოფის დიაგნოზის მიმართულებით უმკურნალეს, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა.

ახლობლები გარდაცვალების მიზეზის დაზუსტებას ითხოვენ და ოფიციალურ მიზეზს არ ეთანხმებიან.

ოჯახს ცხედარის გადაყვანის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ, კლინიკაში სამართალდამცველები იმყოფებიან.

საავადმყოფოში მედიასთან ამ დროისთვის კომენტარი არ კეთდება და ექსპერტიზის დასრულებას ელოდებიან.

კომენტარები