Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევიდან 809 იმერეთში გამოვლინდა.
ამ დროისთვის საავადმყოფოებში იმერეთში 1 365 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 500, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 33 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 962 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 457 პირი, გარდაიცვალა 70 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.15%
კომენტარები