კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა 30%-დან 50%-მდე გაიზრდება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში 30%-დან 50%-მდე გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა”,-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
კომენტარები