სოციალური ქსელის მომხმარებელი “ფეისბუქში” წერს, რომ კოვიდიანი და სიცხიანი ხალხი რენდგენის გადაღებას წვიმაში გარეთ საათობით ელის.
მისივე ინფორმაციით, გრძელი რიგის შემდეგ რეგისტრაციაზე შესულებს ეუბნებიან, რომ რენდგენი არ მუშაობს.
“სად ხარ ამ დროს ჯანდაცვა???!!! აქ ყველა კოვიდიანი და სიცხიანი ხალხია. წვიმაში ვდგავართ უზარმაზარ რიგში, რომელიც ძლივს მიიწევს წინ. ეს მეორე რიგია… ერთი ასეთი გრძელი რიგი უკვე გავიარეთ (ასევე წვიმაში, რეგისტრაციისთვის) რეგისტრაციაზე შესულებს გვეუბნებიან, რომ რენდგენი არ მუშაობს და არ იციან როდის გაკეთდება. ხალხის საყვედურზე, რომ ამის შესახებ გარეთ მაინც გააკარით წარწერა, ტყუილად რომ არ ელოდოს ხალხი ამხელა რიგშიო, პასუხი ასეთი იყო – ჩვენ არ ვართ ვალდებული (უკაცრავად, მაგრამ ვინ არის ამ დროს ვალდებული???) აღარ მიკვირს რატომ არის ამდენი სიკვდილიანობა ჩვენს ქვეყანაში, აი ასეთი პასუხისმგებლიანი ერი რომ ვართ, იმის ბრალია.
P.s კლინიკა “ბომონდი”
ზუსტად 2 საათზე მეტია, რიგში ვარ (მხოლოდ სისხლის ანალიზისთვის) ბავშვთან ერთად, გარეთ საშინლად წვიმს და 11 გრადუსია ტემპერატურა”, – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.
კომენტარები