მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

32 წლის თინათინ ტურძილაძეს სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოების დახმარება სჭირდება

32 წლის თინათინ ტურძილაძეს სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოების დახმარება სჭირდება

ამბროლაურში მცხოვრებ 32 წლის თინათინ ტურძილაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ახალგაზრდა მძიმე სენს ებრძვის, ბრტყელუჯრედოვან კარცინომას, რომელიც ავთვისებიანი და სწრაფად პროგრესირებადია.

ახლობლების ინფორმაციით, თიკო ტურძილაძეს დაავადების გამო უკვე მოცული აქვს სახის მარჯვენა ნახევარი, მათ შორის თვალი, რომლის დაკარგვის ძალიან დიდი საშიშროებაა. ვეღარ გრძნობს სახის მარჯვენა ნახევარს.

საქართველოში ჩატარებული მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა – სიმსივნე უფრო გააქტიურდა, ისეთ მიუდგომელ ადგილებშია, ოპერაცია ვერ კეთდება, მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, რის გამოც მისი თურქეთში, აჯიბადემის ჰოსპიტალში სასწრაფოდ გადაყვანაა საჭირო, სადაც უფრო დიდი შანსი იქნება მისი სიცოცხლის გადარჩენისა და თვალის შენარჩუნების.

“როგორც მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს აღარ გვაქვს. უმორჩილესად გთხოვთ, დაგვიდექით გვერდში და ვისაც რისი საშუალება გექნებათ გაიღოთ #თიკოს სიცოცხლის გადასარჩენად.1 ლარიც კი უდიდესი მნიშვნელობისაა. ასევე გთხოვთ თქვენს გვერდსა და სხვადასხვა ჯგუფებში გაზიარებას, რათა მეტმა ადამიანმა ნახოს და დაგვეხმაროს”, – წერს თიკო ტურძილაძის და სოციალურ ქსელში.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

“საქართველოს ბანკი” – (BOG) GE21BG0000000527946697; მიმღები: გვანცა ტურძილაძე (თიკოს და)

თი ბი სი ბანკი (TBC)  – GE42TB7960845064300035 მიმღები გვანცა ტურძილაძე (თიკოს და)

FOR EUR and USD TRANSFER GE42 TB79 6084 5064 3000 35 Name of Beneficiary: GVANTSA TURDZILADZE

კომენტარები