მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ქუთაისის მერის მოადგილე ქალაქში საცოცი კედლების მოსაწყობ ადგილებს ეძებს

ქუთაისის მერის მოადგილე ქალაქში საცოცი კედლების მოსაწყობ ადგილებს ეძებს

ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ და საქართველოს მეკლდეურთა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მირზა ლიპარტელიანმა ქალაქში ის ადგილები დაათვალიერეს, სადაც ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება საცოცი კედლების მოწყობა.

მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქუთაისში ორი ადგილია შერჩეული: აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში მოეწყობა მეკლდეურთათვის სავარჯიშო კედელი, ხოლო მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში თანამედროვე სტანდარტების საცოცი კედელი, რომელიც საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს.

“ქუთაისს აქვს ალპინიზმის და მეკლდეურობის კარგი ტრადიციები და მოხარული ვართ, რომ სამინისტროს და მეკლდეურთა ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, მალე ქალაქში გვექნება თანამედროვე საცოცი კედლები. მჯერა, ჩვენი სპორტსმენები წარმატებებსაც მალე მიაღწევენ სპორტის ამ სახეობაში”, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

როგორც ცნობილია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მეკლდეურობის პოპულარიზაციისთვის ხელისშეწყობის პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები