Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევიდან 865 იმერეთში გამოვლინდა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური 45 362 შემთხვევიდან იმერეთში საავადმყოფოებში 1 423 ადამიანი მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 504, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 35 პაციენტი.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 53 854 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 214 პირი, გარდაიცვალა – 80, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.38%
კომენტარები