მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისში ისეთი გზებია, მხოლოდ მანქანების ხელოსნები არიან კმაყოფილი”

“ქუთაისში ისეთი გზებია, მხოლოდ მანქანების ხელოსნები არიან კმაყოფილი”

ქუთაისში დაწყებულ და მიტოვებულ ინფრასტრუქტურას ადგილობრივები აპროტესტებენ.

წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით, მათ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები წლების წინ დაიწყო, თუმცა სანიაღვრები ჭები ამ დრომდე დაუსრულებელია.

მათივე თქმით, აღნიშნულის გამო ხშირად ზიანდება ავტომობილები.

“ისეთი გზებია, რომ ავტომანქანები ხშირად ზიანდება და ამით მხოლოდ ხელოსნები თუ იქნებიან კმაყოფილი”, – აცხადებენ ადგილობრივები.

ცოტა ხნის წინ წერეთლის ქუჩაზე კიდევ ერთი მსგავსი ინციდენტი მოხდა – ავტომობილის საბურავი დაუსრულებელ ჭაში ჩავარდა, რამაც ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია.

ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და გზების მოწესრიგებას მოითხოვენ.

კომენტარები