დღეიდან გაზის ტარიფი იზრდება. ცვლილება “ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” სემეკის დადგენილებაში შედის, რომელიც ძალაში სწორედ დღეიდან შევა.
ცნობილია, რომ გაზი 5 კომპანიის მომხმარებლებისთვის გაძვირდება.
შპს “საჩხერგაზის” მომხმარებლებისთვის ტარიფი დღეიდან 0.635 თეთრით იზრდება და 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 55.276 თეთრი იქნება.
კომპანია საჩხერის მუნიციპალიტეტსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებს – წასრი, ითხვისის ემსახურება.
კორექტირებული ტარიფები ძალაში 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე იქნება.
კომენტარები