დღეს, 12:00 საათზე ქუთაისის ახალი საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება.
პირველ სხდომას საკრებულოს წევრები თავმჯდომარეს და მოადგილეებს აირჩევენ. თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას უხუცესი წევრი უხელმძღვანელებს.
ქუთაისის საკრებულოში 17 მანდატი ოპოზიციას, 18 კი მმართველ პოლიტიკურ გუნდს ერგო.
ქუთაისის საკრებულოში 7 მაჟორიტარი დეპუტატი იქნება, საიდანაც 5 “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს, 2 კი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.
17 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 14 “ნაციონალური მოძრაობის” წევრია: გრიგოლ შუშანია, გიორგი კილაძე, ხათუნა არველაძე, გაგა მანაგაძე, კახა გაბუნია, ქეთევან ხურციძე, ბექა ქვაჩაკიძე, ლაშა შალამბერიძე, ნინო ბიბილეიშვილი, დავით ბახტაძე, თედო მესხი, დარეჯან ფხაკაძე, ბესიკ ბრეგაძე (ავტოქარხნის მაჟორიტარი), ანა კოხრეიძე (ნიკეა, ძელქვიანის მაჟორიტარი).
“ქართული ოცნება” ამ დროისთვის ქალაქის საკრებულოს უმრავლესობაშია. მათი სია კი ასე გამოიყურება: დიმიტრი მხეიძე, გია ბასილაძე, მანანა ჩიხლაძე, პაატა ლილუაშვილი, ბაქარ მახარაძე, მარეხი ნიჟარაძე, ლევან სანიკიძე, მერაბ ჭოხონელიძე, მაია სიმონიძე, ბესო ხამაშურიძე, ბექა ქებულაძე, თეა ჯუღელი, ზაქრო მამასახლისი. ირაკლი შენგელია – გამარჯვების ოლქი, ამირან კოპალეიშვილი – უქიმერიონი, მაგდა კოსტავა – საფიჩხია-კახიანოური, თემურ ნადირაძე – ქალაქ- მუზეუმი, მამუკა რიჟამაძე – სულხან-საბა ვაკისუბანი.
ქუთაისის საკრებულოში ორი მანდატი მოიპოვეს პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა ელეონორა არჩაიამ და ნინო ჩიკვაშვილმა.
“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელს” კი ქუთაისის საკრებულოში კობა გურული წარმოადგენს.
კომენტარები