მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ასეთი ფინიები ჰყავთ ახლა საკრებულოში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებენ”

“ასეთი ფინიები ჰყავთ ახლა საკრებულოში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებენ”

“ახალი ქრიასტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა გოგი წულაიამ ქუთაისის საკრებულოსთან “ფინია ძაღლი” მიიტანა.

როგორც მან აღნიშნა, საკრებულოში სწორედ ასეთი ფინიები ჰყავთ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მონობისთვის ყველაფერს აკეთებენ.

“ამით ვეუბნები ადამიანებს, თორემ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში ჰყავთ თოჯინები, მონები ბიძინა ივანიშვილის და მღერიან ტიციან ტაბიძის ძალიან ლამაზ ლექსს პერიფრაზირებით – “დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა და ბიძინისა მედგას უღელი”. ამ შეგნებით არიან ახლა აქ და ყველაფერს აკეთებენ ბიძინას მონობისთვის. მინდა, მოქალაქეებს ვუთხრა, ასეთი ფინიები ჰყავთ ახლა საკრებულოებში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებენ და ასეთი ხელისუფლება უარეს სიტუაციაში შეიყვანს ამ ქალაქს, ვიდრე არის და ამაში დამნაშავე იქნებით ადამიანებო თქვენ, ვინც იზარმაცეთ და ხმა მიეცით “ქართულ ოცნებას”. ყველამ სარკეში ჩაიხედოს და ყველა ამოიცნობს თავის თავს ამ ფინიაში, ვინც დაკვეთას ასრულებს ცენტრალური ხელისუფლებისას”, – განაცხადა გოგი წულაიამ.

ქუთაისის ახალი საკრებულოს პირველი სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. ქუთაისის საკრებულოს 35-კაციანი შემადგენლობიდან, 18 “ქართული ოცნების” წარმომადგენელია, 17 კი ოპოზიციის.

კომენტარები