მთავარიახალი ამბებიქუთაისი

სამოქალაქო აქტივისტი ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს

სამოქალაქო აქტივისტი ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს

ქუთაისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა და თვითმმართველობა ხალხის ნებას არ ასახავს.

ერთ-ერთი აქტივისტის ზალიკო კუხიანიძის თქმით, ისინი საკრებულოს შეკრებას აპროტესტებენ, რადგან მერიაც და საკრებულოც არალეგიტიმურია.

სამოქალაქო აქტივისტი საკრებულოს სხდომაზე შესვლას აპირებდა, თუმცა შენობაში არ შეუშვეს.

“პასუხი მივიღე, რომ თურმე ორი დრით ადრე უნდა დავრეგისტრირებულიყავი, რაც არის ტყუილი. შეიძლება სხდომის დღეს მოხვიდე, ამოიწერო საშვი და შეხვიდე მშვიდად და წყნარად, ამიტომ მეც მოვედი, მშვიდად და წყნარად თუ არ შემიშვებენ, შევეცდები ყველანაირი ძალებით შევიდე”, – განაცხადა ზალიკო კუხიანიძემ.

კომენტარები