მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის საკრებულოსთან სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს

ქუთაისის საკრებულოსთან სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი ზალიკო კუხიანიძე, რომელიც ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე შესვლას ცდილობდა, სამართალდამცველებმა დააკავეს.

ის საკრებულოს შეკრებას აპროტესტებდა, რადგან მისი თქმით, მერიაც და საკრებულოც არალეგიტიმურია.

კუხიანიძემ შემდეგ საკრებულოს სხდომაზე შესვლა დააპირა, თუმცა შენობასთან მობილიზებულმა პოლიციელებმა ის დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ქუთაისის ახალი საკრებულო დღეს პირველ სხდომას მართავს.

კომენტარები