Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევიდან 804 იმერეთში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 373 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 498, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 32 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 328 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 042 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%
კომენტარები