მთავარიახალი ამბებისლაიდი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ხვალ ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ხვალ ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დედაქალაქის შემდეგ რეგიონებში ინაცვლებს.

აღნიშნული მოთხოვნებით ხვალ, 14:30 საათზე ქუთაისის მერიასთან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რეაბილიტაციის პროცესს გადის.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქციები თითქმის ყოველდღიურად იმართება.

კომენტარები