მთავარიახალი ამბებისლაიდი

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართება

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

პროტესტის მონაწილეები ქუთაისის მერიასთან დღეს, 14:30 საათზე შეიკრიბებიან.

“მოთხოვნები უცვლელია, ესაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს. ის რეალობა, რაც დადგა ქუთაისის საკრებულოში, ამ პროპორციით არ ასახავს ჩვენი თანაქალაქელების განწყობას, შესაბამისად, არ ვაპირებთ შევეგუოთ გაყალბებას” , – განაცხადა გიგა შუშანიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რეაბილიტაციის პროცესს გადის.

 

კომენტარები