მთავარიახალი ამბებისლაიდი

“დოვლათის მაგივრად ნაგავს აგროვებინებენ, არ გავჩერდებით, დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას“

“დოვლათის მაგივრად ნაგავს აგროვებინებენ, არ გავჩერდებით, დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას“

აქციები გაიმართება ისეთ ადგილებში, სადაც დისკომფორტი შეექმნება ხელისუფლებას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთის მოსახლეობასთან ერთად გამართულ აქციაზე განაცხადა.

“არჩევნების წინ ადამიანებს პირდებოდნენ, შევქმნით ისეთ პირობებს, რომ დოვლათი დააგროვოთო. დოვლათის მაგივრად ნაგავს აგროვებინებენ. ეს არის ეს ხელისუფლება. ერთხელ უკვე წაიტეხეს კისერი, როდესაც ჭოგნარში ნაგავსაყრელის აშენებაზე წინააღმდეგობა შეხვდა, ახლა რატომღაც ჩათვალეს, რომ ამ სოფლის მოსახლეობას დაჩაგრავენ, აქ ვერ მიიღებენ, მერე მოინდომებენ სამტრედიაში დაჩაგრონ. ეს არის დეგენერატი ხელისუფლება, რომელიც აკეთებს ყველაფერს ხალხის ნერვების მოსაშლელად.

არ ვაპირებთ გაჩერებას, აქციას გავმართავთ ისეთ ადგილებში, სადაც დისკომფორტი შეექმნება ხელისუფლებას – ავტობანზე, მერიებთან, სამინისტროსთან, თბილისში და ასე შემდეგ“,- განაცხადა წულაიამ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთის მოსახლეობა სოფელსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს.

კომენტარები