Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 542 ახალი შემთხვევიდან 558 იმერეთში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 307 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 456, ხელოვნური სუნთქვის აპარატაზე იმყოფება 34 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 57 978 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 542 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 234 პირი, გარდაიცვალა – 64. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.11%
კომენტარები