მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ქართული ოცნების” ლიდერები, მინისტრები და მერები ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში 450-კაციან სუფრაზე იკრიბებიან

“ქართული ოცნების” ლიდერები, მინისტრები და მერები ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში 450-კაციან სუფრაზე იკრიბებიან

“ქართული ოცნების” ლიდერები წინანდალში იკრიბებიან. კახეთის რეგიონში, ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ და ძვირადღირებულ სასტუმროში იმყოფებიან ამ დროისათვის უმრავლესობის ლიდერები, მინისტრები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა ქალაქის მერები. იქ იმყოფება პრემიერი ღარიბაშვილიც.

წინანდალში, მათ “რედისონ ქოლექშენი” მასპინძლობს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, შეხვედრის დასრულების შემდეგ, 450-კაციანი სუფრა უნდა გაიშალოს. ერთი ადამიანის გამასპინძლება კი 350 ლარამდე ჯდება.

მედიასთან კომენტარი მხოლოდ მამუკა მდინარაძემ გააკეთა, მისი თქმით, ღონისძიება პარტიის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მდინარაძის განმარტებით, პარტიის წევრებმა რეგიონებში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იმსჯელონ.

კომენტარები