მთავარიახალი ამბებიქუთაისი

ქუთაისის “ტორპედომ” მარტვილის “მერანი” დაამარცხა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

ქუთაისის “ტორპედომ” მარტვილის “მერანი” დაამარცხა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

პლეი აუტის განმეორებით მატჩში ქუთაისის “ტორპედომ“ მარტვილის “მერანს“ უმასპინძლა და წლის მატჩში, რომელიც უჩვეულოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა, გამარჯვებას მიაღწია.

ამ გუნდებმა პირველი შეხვედრა 8 დეკემბერს გამართეს – მაშინ მარტვილელებმა 2:0 მოიგეს. ამრიგად ქუთაისელებს ორი ბურთის გატანა მართებდათ.

ორი ტაიმი ფრედ დამთავრდა,  დამატებით დროში კი ქუთაისელები დაწინაურდნენ.

საბოლოოდ, „ტორპედომ“ 3:0 მოიგო, ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:2 დაამარცხა (0:2, 3:0) და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, მარტვილის „მერანი“ კი 2022 სეზონსაც ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს.

 

კომენტარები