იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ “ომიკრონის“ წინააღმდეგ დაცვის მისაღწევად არცერთი ვაქცინის ორი დოზა საკმარისი არ არის.
მისივე თქმით, ახალ შტამთან მიმართებაში აქცენტი ბუსტერ დოზაზე კეთდება.
„როდესაც ჩვენ ახალი შტამის საფრთხეებს ვაფასებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა – მოქმედებენ თუ არა ვაქცინები მის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ დღეისთვის 5 კომპანია აცხადებს, რომ მას დასჭირდება სულ რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ შექმნას მიზანმიმართულად „ომიკრონის“ წინააღმდეგ მოქმედი ვაქცინა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კომენტარები