გოგი წულაიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საპარსი მოწყობილობა ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ამ ფორმით სესხებზე მაღალი პროცენტი გააპროტესტა.
მისი თქმით, დაპირება, რომ საბანკო ვალდებულებები გადავადდებოდა, ტყუილი აღმოჩნდა და მომხმარებლებს ხელშეკრულებები უკანონოდ შეუცვალეს.
მან ეროვნულ ბანკს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.
“ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გავუგზავნე საპარსი მოწყობილობა და მოვუწოდებ, რომ თუ გვპუტავთ, ქაფით მაინც გაგვპარსეთ, რომ ნაკლებ მტკივნეული იყოს. ორი წლის წინ გამოვიტანე ხუთი ათასი ლარი, ვიხდიდი ყოველთვიურად, მაგრამ 5200 ლარია დარჩენილი. ეს არის ძარცვა, ამ პრობლემის წინაშე დგას ყველა პენსიონერი. ხელშეკრულებები უკანონოდ გაფრთხილების გარეშე შეცვალეს. ეროვნული ბანკი ნაცვლად მოქალაქეებზე ზრუნვისა, ბანკირებზე ზრუნავს”, – განაცხადა გოგი წულაიამ.
იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/infoimereti.com.ge/videos/632502637885460
კომენტარები