მთავარიახალი ამბებისლაიდი

ოპოზიცია მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას იწყებს

ოპოზიცია მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას იწყებს

ვიწყებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შიმშილობა დაიწყება კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე.

“ჩვენი ვალდებულებაა ვიბრძოლოთ ტყვედ აყვანილი ადამიანის გათავისუფლებისათვის. ამ ბრძოლას აქვს სხვადასხვა ფორმები, სხვადასხვა ეტაპები, მაგრამ ბრძოლა ბრძოლაა, ბრძოლა ამ ქვეყნის გათვისუფლებისათვის და თავისუფლებისთვის. დიახ, იმ სიამაყის განცდის დაბრუნებისთვის, როცა გიხარია, რომ ამ ქვეყანაში დაიბადე და გინდა, რომ ამ ქვეყანაში მიგაბარონ მიწას, ამ ქვეყანაში და არა გადასახლებულს, და არა გაქცეულს. იბადებიან და გაქცევაზე გვაქვს თავლი ამ ქვეყნიდან, რომ ელემენტარული სარჩო-საბადებელი ოჯახს მოვუტანოთ…

რა უნდა გავაკეთოთ ახლა? რა უნდა გავაკეთოთ და ისეთი შეუპოვრები უნდა ვიყოთ, როგორებიც ვიყავით. ძალიან დიდ პატივს ვცემ და მივესალმები მეგობრებთან ერთად იმ პროცესს, რომელიც ქალბატონმა ზურაბიშვილმა წამოიწყო, ეროვნული თანხმობის პროცესი და ჩვენ ჩვენის მხრივ, თუ კი იოტისოდენა შანსი არსებობს თანხმობის, ამ პროცესში პოზიტიუერი როლი ვითამაშოთ. პატივისცემა ამ პროცესს, რომ ის არ განმეორდეს, რაც 30 წლის წინ ამ პროსპექტზე მოხდა, როცა თეთრპლაშიანმა კაცმა პირველი ტყვია გაისროლა აქ.

მე მეგობრებთან ერთად, ძალიან ბევრ ადამინთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას, დღეიდან ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას.

ამ აქციიდან ჩვენ მივდივართ პარტიის ოფისში, სადაც უკვე ტერიტორია მზადდება. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან არ გათავისუფლდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ

 

კომენტარები