ვერტყვიჭალაში მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ, თუმცა ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 8 ადამიანი.
გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე, დაშავებულებს შორის სამი ჩინეთის მოქალაქეა, ხუთი – საქართველოს.
რკინის საამქროს ჩამონგრევის მიზეზი კი სავარაუდოდ, თოვლის მასა გახდა.
უბედური შემთხვევის დროს ნაგებობაში 10-მდე მუშა იმყოფებოდა.
ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.
კომენტარები