მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბაღდათის მუნიციპალიტეტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ბაღდათის მუნიციპალიტეტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

იმერეთში მოსული უხვი ნალექის გამო ბაღდათის მუნიციპალიტეტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივების თქმით, ელექტროენერგია დილის 10:00 საათიდან აღარ მიეწოდებათ.

“ინფო-იმერეთს“ “ენერგო პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს, რომ ინტენსიური თოვის გამო მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი დაზიანდა და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები