ვარკეთილში მოკლული 22 წლის ორსული ქალი დღეს საკუთარ სახლში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში გადაასვენეს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ახალგაზრდა მეუღლეს ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა.
ახლობლების თქმით, ოჯახს ეკონომიურად ძალიან უჭირდა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ 22 წლის ქეთა კეპულაძე ახლობელთან წავიდა, თუმცა ოჯახში მალე დაბრუნდა.
მეზობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ოჯახში კონფლიქტის შესახებ მოკლულის მშობლებმა არაფერი იცოდნენ.
მკვლელობაში ბრალდებულის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი ფსიქიკური პრობლემების გამო მკურნალობდა, თუმცა მეზობლების თქმით, მას აგრესია არასოდეს გამოუვლენია.
„თვითონ დაურეკა პატრულს, იჯდა, ელოდებოდა, ჩემ დას უთხრა, ქეთი მოვკალი და ბავშვი გაიყვანეო“, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
მკვლელობაში ბრალდებულის დედა იტალიაში ემიგრანტია, მამა კი ტაქსიზე მუშაობს.
5 თვის ორსული ქალი ქმარმა 1 წლის შვილის თვალწინ მოკლა. ახალგაზრდა ქალს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
კომენტარები