ვარკეთილში 5 თვის ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდის დედა ემიგრანტია და ის საქართველოში დღეს მოფრინავს.
ამის შესახებ „ემიგრნატების იმედი“ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ცოცხლად მკვდარია ემიგრანტი დედა… ძალიან უყვარდა გოგას ქეთა, საოცარი სიყვარულის მომსწრე ვიყავი, ეს რა მოხდა. გოგას დედა დღეს მიფრინავს იტალიიდან, ემიგრანტ დედას დაენგრა ოჯახი თავზე“, – წერს შოთო სიხარულიძე.
ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ბიჭს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და რამდენიმე თვე იყო ფსიქოტროპული მედიკამენტების ქვეშ.
“ჰქონდა ჰალუცინაციები, ელანდებოდა რომ კლავდნენ. გარბოდა სახლიდან. ეს გოგოც წასული იყო. რადგან არაადეკვატური ქცევები ჰქონდა ბიჭს. მაგრამ დაბრუნდა. ნეტავ ექიმებს თავის დროზე ემოქმედათ სათანადოდ. დაეწვინათ, ემკურნალათ“, – ამბობს ოჯახის ახლობელი.
მკვლელობა ვარკეთილში 22 დეკემბერს მოხდა. 22 წლის ორსული ქალი, რომელიც ქმარმა 1 წლის შვილის თვალწინ მოკლა, დღეს საკუთარ სახლში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში გადაასვენეს.
გამოძიების ინფორმაციით, ქმარმა ცოლს სხეულის სხვადასხვა არეში 30-მდე ჭრილობა მიაყენა. დაკავებულს 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ადვოკატის თქმით, ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა კაცი უმკაცრეს სასჯელს ითხოვს.
კომენტარები