მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი შესაძლოა, 20-25 ათასამდე გაიზარდოს“

“ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი შესაძლოა, 20-25 ათასამდე გაიზარდოს“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ „ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 20-25 ათასამდე გაიზარდოს.

როგორც გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ აღნიშნა, „ომიკრონი“ „დელტასავით“ ვერაგი არ არის, მაღალი სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია არ აქვს.

„თუ ჩვენ ვერ გავზრდით პირბადის ტარებისა და აცრების მოცვის მაჩვენებელს, „ომიკრონი“ გვერდს არ აგვივლის. პროგნოზი ასეთია, რომ „ომიკრონის“ გავრცელებამ პიკს შესაძლოა, სწორედ იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიოს. მაშინ ქვეყანა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებები შემოიღოს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის. მე ეს საკითხი სამშაბათს დავაყენე, შემდეგ გამოვედი და ვთქვი ამის შესახებ. თუ ჩვენ პირბადის ტარების მაჩვენებელს ვერ გავზრდით, ვერ გავზრდით აცრის მოცვის მაჩვენებელს, დღეში თუ „ომიკრონის“ 10, 15, 20 ათასი შემთხვევა გვექნება, სხვა რა გამოსავალი იქნება?

საბედნიეროდ, „ომიკრონი“ „დელტასავით“ ვერაგი არ არის, მაღალი სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია არ აქვს. წარმოიდგინეთ, დღეში 20-25 ათასი ინფიცირებული საქართველოსთვის რა იქნება. შესაძლებელია, რომ ეს მოხდეს.

ვატაროთ პირბადე ყველაგან, მოვერიდოთ დიდ ქეიფებს, თუ შესაძლებელია. ეს ახალი წელი აღვნიშნოთ, როგორც არის ოჯახში 7-10 კაცმა, დიდმა ოჯახმა ერთად. რა მოხდა, რომ კიდევ ერთი ახალი წელი გადავიაროთ ასე?! ეს დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები