ქუთაისის მერიის წინ სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიაძე აქცია-პერფორმანსს მართავს.
მას თან აქვს წარწერა – “ბოცა გაძვირდა – 5500 ლარი” და ქალაქის მერს რამდენიმე კითხვით მიმართავს.
“ჩემთვის გუშინ გახდა ცნობილი ქუთაისის სამომავლო ბიუჯეტთან დაკავშირებით, სადაც 33 მილიონი მხოლოდ ხელფასებისათვის არის გათვალისწინებული და 20 მილიონი ლარი კი მომსახურებაზე – საწვავზე, საკანცელარიო ნივთებზე და ავეჯზე. კითხვა მაქვს სუსი ხახალეიშვილთან, 53 მილიონი იხარჯება მერიის შენობაში და 36 მილიონი იხარჯება ქალაქში – ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, სოციალურად დაუცველები, სპორტი, კულტურა, ახალგაზრდობა და ასე შემდეგ. კითხვა მაქვს სუსი ხახალეიშვილთან, სად უნახავს ბიუჯეტის ნახევარზე მეტი დახარჯულიყოს მერიის ადმინისტრაციულ შენობაში და ნახევარზე ნაკლები დაიხარჯოს ქალაქში ყველა მიმართულებით?”, – აცხადებს ზაალ კუხიანიძე.
მისი თქმით, 2022 წლის 20 იანვრიდან ქუთაისის მერიასთან აქციების გამართვას გეგმავს, აქცია იქნება ასევე 29 დეკემბერს და არ მისცემს საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის მიღების საშუალებას.
ამასათან, სამოქალაქო აქტივისტის თქმით, ის აპირებს, შეუერთდეს თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ მასობრივი შიმშილობის აქციას.
კომენტარები