საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ52-კმ106 მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა.
ამავე გზის კმ12-კმ52 მონაკვეთზე, ჯერჯერობით, თოვისა და ლიპყინულის გამო, კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია გზის დანარჩენ მონაკვეთზე.
კომენტარები