მრავალპროფილური პროფესიული კოლეჯი „იბერია“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ახალ პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანიც მეღვინეობის დარგის პოპულარიზაციაა.
პროექტი წარმატებულ მეწარმეებთან ერთად მათთვის, ვისაც ყურძნის ღვინოების წარმოება, ახალი ვენახები, მცირე საოჯახო მარნები, ინოვაციური პროცესები და ტექნოლოგიები აინტერესებს, მასტერკლასების, სამუშაო შეხვედრების და ინფოტურების ორგანიზებას გულისხმობს.
დღეს ვორქშოპი თემაზე „ღვინის გზა“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩაში, „ბაიას მარანში“ გაიმართა, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული ექსპორტიორი კომპანიაა ქართული ღვინის წარმოების სფეროში.
ორგანიზაციის დამფუძნებელმა ბაია აბულაძემ ტექნოლოგიური გამოცდილების გაზიარების შემდეგ ვორქშოპის მონაწილეებს კომპანიის ვენახები, მარანი და საამქროები დაათვალიერებია.
“ასეთი შეხვედრებით დაინტერესებულ ადამიანებს ჩვენ ვეუბნებით, რომ უკეთესი შედეგების მიღწევის და საკუთარი ბიზნესის სწორად განვითარებისთვის, აუცილებელია ამ დარგში განათლების და ახალი ინფორმაციების მიღება“, – აცხადებს კოლეჯის ხელმძღვანელი ირაკლი ავალიანი.
მომავალი წლიდან მრავალპროფილური პროფესიული კოლეჯი „იბერია“ საკუთარ ბაზაზე მეღვინეობის მიმართულებით ახალი პროფესიების დამატებას გეგმავს, რაც იმერეთის რეგიონში თვითდასაქმებული მეღვინეებისთვის წარმატების გარანტი გახდება.
კომენტარები