ქუთაისში საახალწლო ნობათების დარიგება დაიწყო.
ქუთაისის საკრებულოს წევრმა, უქიმერიონის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ამირან კოპალეიშვილიმა საახალწლო ნობათი პირადად მიუტანა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს.
” უკვე რამდენიმე წელია ეს ტრადიცია გვაქვს. საახალწლოდ ვცდილობთ გვერდით დავუდგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას განსაკუთრებულად საჭიროებს. ამჯერად სამიზნე ჯგუფი სოციალურად დაუცველი ადამიანები და მრავალშვილიანი ოჯახები იყო,”- განაცხადა ამირან კოპალეიშვილმა.
კომენტარები