მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის საკრებულომ ბიუროზე კვორუმის არარსებობის გამო დეპუტატი დისტანციურად ჩართო

ქუთაისის საკრებულომ ბიუროზე კვორუმის არარსებობის გამო დეპუტატი დისტანციურად ჩართო

ქუთაისის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე კვორუმის არ არსებობის გამო, სახლში მყოფი დეპუტატი სხდომათა დარბაზს დისტანციურად დაუკავშირეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საკრებულოში არ მყოფი ადამიანი კვორუმის შევსებაში გამოიყვანეს.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, ეს პრეცენდენტი თუ დამკვიდრდა ნიშნავს, იმას, რომ “ოცნების” მაღალჩინოსნები პარლამენტსა და საკრებულოებში რეგისტრაციის გასავლელადაც არ მივლენ და მსოფლიოს წამყვანი კურორტებიდან დისტანციურად ჩაერთვებიან.

გიგა შუშანიამ ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

14:00 საათზე ქუთაისის საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული, კვორუმის პრობლემა არსებული ინფორმაციით, სხდომაზეც დადგება.

კომენტარები