იოსებ ხახალეიშვილის თქმით, ქუთაისის მერისთვის 5 500 ლარიც არ არის საკმარისი. ამის შესახებ მან ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
ოპოზიცია პროექტს მხარს არ უჭერს, რადგან მათი თქმით, ბიუჯეტის ეს პროექტი ხალხის ნაცვლად, ჩინოვნიკების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ.
ქალაქის 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დასამტკიცებელი თანხა 89 876 000 ლარის შეადგენს.
კომენტარები