წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მგელი ფერმის ტერიტორიაზე შეიჭრა და ადგილზე მყოფებს თავს დაესხა.
დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.
როგორც კლინიკის ექიმი ზურაბ წულაია აცხადებს, პაციენტებს დაზიანებები სახის არესა და ზედა კიდურებზე აქვთ. მათ ჩაუტარდათ ქირურგიული დამუშავება. გაუკეთდათ ანტიტეტანური და ანტირაბიული იმუნიზაცია.
დაშავებული ერთი ქალის და ორი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
კომენტარები