ჯერ შიმშილობა გამოაცხადეს და შემდეგ რამდენიმე დღეში საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტეს – დაბნეულები, მძიმე მდგომარეობაში არიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არათანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს.
“ეს იყო კიდევ ერთი არათანმიმდევრული ნაბიჯი. ჯერ შიმშილობა გამოაცხადეს და შემდეგ რამდენიმე დღეში თავადვე, საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტეს. ისინი დაბნეულები, მძიმე მდგომარეობაში არიან. ჯერ ერთი არჩევნები წააგეს, შემდეგ მეორე. ასეთ დროს არათანმიმდევრულობა აბსოლუტურად ლოგიკურად ახსნადია“,- განმარტავს კობახიძე.
მისივე თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას დაიწყებს, სახელმწიფო მიიღებს იმ ზომებს, რაც წინა შემთხვევაში მიიღო.
“ეს შიმშილობა არ იქნება პირველი შემთხვევა. სახელმწიფო მიიღებს ზუსტად იმ ზომებს, რაც წინა შემთხვევაში მიიღო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები