მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ყველაფრის ფასმა მოიმატა, დააქციეს ქვეყანა, როგორ უნდა ვიარსებოთ, ხალხი ფეხებზე კიდიათ“

“ყველაფრის ფასმა მოიმატა, დააქციეს ქვეყანა, როგორ უნდა ვიარსებოთ, ხალხი ფეხებზე კიდიათ“

ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში ყოველდღიურად მძიმდება.

მედიკამენტებზე, თამბაქოზე, ბურღულეულზე, ფქვილზე, ზეთზე, რძის ნაწარმზე, ხორცსა და თევზეულზე ფასები ელვის სისწრაფით იზრდება, სპეციალიტები ფასების ზრდას კიდევ უფრო ვარაუდობენ.

განსაკუთრებით რთული ვითარება ამ მხრივ რეგიონებშია, სადაც ხელისუფლებამ მოსახლეობა მაღალ ფასებთან ერთად მარტო დატოვა.

ქუთაისში ადგილობრივები აცხადებენ, რომ მსგავსი მაღალი ფასები და გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობა მათ აქამდე არ ახსოვთ.

მათი თქმით, ხალხზე არავინ ზრუნავს.

„უმუშევრობა, უფულობა, ყველაფერი ძვირია, ვერაფერს ვერ ვყიდულობთ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, დაიქცა ქვეყანა. ხელისუფლების იმედი არ გვაქვს, 9 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ, ბიძინა სულ წასულია და დამალულია, მეგონა ქვეყანას ააყვავებდა, ააყვავა კი არა დააქცია, თვითონ რით გამდიდრდნენ იმას ფიქრობენ და ჩვენ ყველას ფეხებზე ვკიდივართ. დენმა მოიმატა, გაზმა მოიმატა, წამლებმა, საკვებმა, როგორ უნდა ვიარსებოთ?, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

 

 

 

კომენტარები